ქუთაისის მერიის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები შობას ერთად, მერიის შენობის წინ შეხვდებიან.
“საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შობას 7 იანვარს აღნიშნავს.
ერთად შევხვდეთ შობას ქუთაისის რუსთაველზე (მერიის წინ), 22:00 სთ-დან.
როგორც იცით მერიის შენობაში ფუნქციონირებს მართლმადიდებლური ტაძარი, რომლის ისტორიაც დიდწილად მოიცავს და იმეორებს საქართველოს ისტორიის ზოგიერთ მნიშვნელოვან ნაწილს.
სიმბოლურია დემონსტრანტებმა შობა (იმედის დღესასწაული) ერთად აღვნიშნოთ საქართველოს ისტორიული მტრის მიერ დაზიანებულ ერთ-ერთ ტაძარში.
ინფორმაციისთვის:
ამ ადგილზე, წმ. მთავარანგელოზთა სახელობის პირველი ტაძარი 1450 წელს აიგო. 1840 წელს იმავე ადგილას ახალი ტაძარი ააგეს, რადგან ძველი მნიშვნელოვან რესტავრაციას საჭიროებდა.
ამ ტაძარში არაერთი ქადაგება აქვთ ჩატარებული: გაბრიელ ქიქოძეს, რაჟდენ გიგაურს, კორნელი კეკელიძეს...
1944 წელს საბჭოთა კავშირმა ტაძარი დაანგრია,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.