ხარაგაულში "ქართულ ოცნებას" მოქალაქეები უერთდებიან

ხარაგაულში "ქართულ ოცნებას" მოქალაქეები უერთდებიან

 "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე კობა ლურსმანაშვილი პარტიაში გაწევრიანების მსურველ მოქალაქეებს შეხვდა. 

"მხარეებს შორის გაიმართა საინტერესო დიალოგი. მათ შორის, მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ  საკითხებთან დაკავშირებით. 

მოქალაქეთა მხრიდან გამოიხატა "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებული პოლიტიკის მიმართ ძლიერი მხარდაჭრა. მათ ასევე დააფიქსირეს საარჩევნო პროცესებში აქტიური მონაწილეობის სურვილი.

დასასრულს, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის საოლქო  ორგანიზაციის თავმჯდომარემ, კობა ლურსმანაშვილმა ხაზი გაუსვა პარტის დამფუძნებლის, საპატიო თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის,  პოლიტიკური საბჭოს, აღმასრულებელი და საკანანომდებლო ხელისუფლების, როგორც ერთიანი გუნდის ძალისხმევას ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნისათვის,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები