რეკლამა

თერჯოლის სოფელ ძევრში ქართული სპორტის დღე აღნიშნეს

თერჯოლის სოფელ ძევრში ქართული სპორტის დღე აღნიშნეს

6 ოქტომბერი  ქართული სპორტის და ოლიმპიზმის დღეა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში, საგვარჯილეს ტურისტული ცენტრის სივრცეში, საქართველოში სპორტისა და ოლიმპიზმის 35-ე საიუბილეო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

მოეწყო ოლიმპიური გარბენი, ძველი წელთაღრიცხვის პალეოლითური და ნეოლითური ხანის სპორტული სახეობების იმიტირებული წარმოდგენა, სპორტული აქტივობები ჭადრაკში, მინი-ფეხბურთში, ხელბურთში ქუთაისისა და თერჯოლის საჯარო სკოლების მონაწილეობით პერფომანსი „ოლიმპიური სპორტი საქართველოში“,  ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების ფოტო - გამოფენა, ოლიმპიური სპორტის ნუმიზმატური გამოფენა, მხატვრების -თემურ ნიკოლაძის და მარიამ ბარდაველიძის ნამუშევრების გამოფენა და კონცერტი  ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.

დღევანდელი ღონისძების ორგანიზატორები იყვენენ:  თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია და სეოკ-ის იმერეთი (ქუთაისის) რეგ-ლი ორგანიზაცია.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში, საქართველოში სპორტისა და ოლიმპიზმის 35-ე საიუბილეო დღისადმი მიძღვნილი აქტივობების მხარდამჭერები იყვენენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.


ტეგები:

Facebook - კომენტარები