წყალტუბოს სოფელ ჯიმასტაროში სასმელი წყლის მაგისტრალისა და ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
"სოფელ ჯიმასტაროში 400-მდე ადამიანი ცხოვრობს. სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება იყო მთავარი პრიორიტეტული საკითხი, რომელიც ერთობლივად დადებითად გადავწყვიტეთ. ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს წყლის რეზერვუარისა და ქსელის მოწყობის სამუშაოები, რასაც მოსახლეობა დადებითად აფასებს. ჩემთვის როგორც მუნიციპალიტეტის მერისთვის მნიშვნელოვანია, მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ამ მხრივ, მომავალშიც გვექნება კარგი სიახლეები,"-აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.
სოფელ ჯიმასტაროში სასმელი წყლის მაგისტრალისა და ქსელის მოწყობის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან მილიონი ლარით ფინანსდება. ეწყობა რკინა-ბეტონის რეზერვუარი, სასმელი წყალი ახალ ქსელში ინდივიდუალურად განაწილდება. გათვალისწინებულია ასევე, მრიცხველების დამონტაჟება.