TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა სრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა სრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა სრულდება

 ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმდინარე სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.

 ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე იქნება 3.6 კილომეტრი, ეს იქნება ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ჩვენს ქვეყანაში.

 “მომდევნო 3 თვის განმავლობაში ჩვენ დავასრულებთ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს.

მსგავსი მასშტაბის საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხორციელდება - მისი ჯამური ღირებულება 240 მლნ ლარს შეადგენს.

აეროპორტი შეძლებს მსოფლიოში ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებასა და მომსახურებას. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის აეროპორტის სამგზავრო და სატვირთო შესაძლებლობებს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული საავიაციო და ლოგისტიკური ჰაბის პოზიციას,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu