რეკლამა

ერთადერთი სოფელი იმერეთში, სადაც ყველს ქვევრში ინახავენ

ერთადერთი სოფელი იმერეთში, სადაც ყველს ქვევრში ინახავენ

სოფელი ხანი მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხანის წყლისა და  ლაიშურას შუამდინარეთში. ზღვის დონიდან 750 მეტრში, ბაღდათიდან კი 25 კილომეტრში.

ხანს იმერეთის ხევსურეთსაც უწოდებენ, რომელიც გამორჩეულია თავისი ულამაზესი ბუნებით და ღირსშესანიშნაობებით. 

ხანი ტურისტებისთვის ერთ-ერთი განსაკუთრებულად მიმზიდველი ადგილია, სადაც ვიზიტორებს საშუალება აქვთ მოინახულონ ხანის ულამაზესი ჩანჩქერი, რომელიც მდებარეობს  სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 კმ-ში, მდინარე ხანისწყლის ხეობაში . იგი ყველაზე წყალუხვი და მაღალი ჩანჩქერია ბაღდათის მუნიციპალიტეტში.

 ჩანჩქერი დაახლოებით 25–30 მეტრი სიმაღლისაა. მზის სხივებზე წყლის წვეთები ცისარტყელას ფერებში გადადის და უმშვენიერეს სანახაობას ქმნის.  ჩანჩქერის მახლობლად მდინარე ჩადის კლდეში და რამოდენიმე მეტრის შემდეგ კვლავ ამოდის, ამ ადგილს ადგილობრივები "ქვახველიას“ უწოდებენ. 

ხანის  სანახაობრივი ადგილებია, მრავალსაუკუნოვანი ქვის საწნახელი და 12 მოციქულის სახელობის ეკლესია, რომელიც დაახლოებით 5-6 საუკუნეშია აგებული.

ხანი გამორჩეულია როგორც ბუნებით, ასევე ეთნო კულტურითაც. იმერეთში ხანი ერთადერთი სოფელია, სადაც ყველს ქვევრში ინახავენ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები