რეკლამა

სოფელ გლოლაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილები დაკრძალეს

სოფელ გლოლაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილები დაკრძალეს

ონის სოფელ გლოლაში 3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი გენადი სულთანიშვილი და სოფო ბაკურაძე დაკრძალეს.

გენად სულთანიშვილი ფოლკლორული ანსამბლის ,,ბუბა” სოლისტი და სოფელ გლოლის სკოლის მუსიკის მასწავლებელი იყო. ის შოვში, კოტეჯების სამზარეულოს შეფ-მზარეულიც იყო.

სოფელ გლოლის მკვიდრი სოფო ბაკურაძეც ე.წ. კოტეჯებში მუშაობდა. ის მარტოხელა დედა იყო. ბაკურაძეს 4 წლის შვილი დარჩა. 

სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. 8 ადამიანი ისევ დაკარგულად ითვლება. შსს-ს ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 90% გადამოწმებულია. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები