რეკლამა

რა ხდება რაჭის რეგიონში, სადაც დიდთოვლობას ებრძვიან?

რა ხდება რაჭის რეგიონში, სადაც დიდთოვლობას ებრძვიან?

რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დიდთოვლობისგან გზების წმენდა მიმდინარეობს.  

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის კმ30-კმ35 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

"უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი ალპანა მამისონის130 /კმ საავტომობილო გზაზე ზვავი ჩამოწვა, რამაც გარე სამყაროს მოწყვიტა სამი ადმინისტრაციული ერთეული: გლოლა, ღები, ჭიორა. მუნიციპალიტეტის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა გზების წმენდის სამუშაოები, ადგილზე მობილიზებული იყო  ყველა საჭირო ტექნიკა, რის შედეგადად საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა.

ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს, არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ, მათი მხრიდა პრობლემების აღმოსაფხვრელად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება. სამუშაოები რეგიონის მასშტაბით, ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს,"-აცხადებენ მხარის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები