TOPNEWS » საზოგადოება » "თვითონ უშვილომ, ასობით აღსაზრდელს გაუწია დედობრივი მზრუნველობა,"-ქუთაისში გარდაცვლილ პედაგოგს ემშვიდობებიან

"თვითონ უშვილომ, ასობით აღსაზრდელს გაუწია დედობრივი მზრუნველობა,"-ქუთაისში გარდაცვლილ პედაგოგს ემშვიდობებიან

"თვითონ უშვილომ, ასობით აღსაზრდელს გაუწია დედობრივი მზრუნველობა,"-ქუთაისში გარდაცვლილ პედაგოგს ემშვიდობებიან

ააიპ ქ. ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების N2 ფილიალი გარდაცვლილ პედაგოგს ემშვიდობება.

"ლალი თორდინავა წლების განმავლობაში დაუღალავად, პროფესიონალურად,  სიყვარულით ემსახურა საყვარელ ბაღს. თვითონ უშვილომ, ასობით აღსაზრდელს გაუწია დედობრივი მზრუნველობა და შესძინა საუკეთესო უნარ- ჩვევები.

 ვწუხვართ, განვიცდით,  დაგტირით ჩვენო, ღიმილიანო თანამშრომელო. დაუვიწყარი იქნები ჩვენს გულებში.

  მშვიდად განისვენე, უფალმა განაწესოს შენი სული იქ, სადაც მართალნი განისვენებენ,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

"ჩვენი გუნდის პოზიტივო, ღიმილა, იმედიანო ლალიკო, როგორ მატკინე გული. გვეგონა დავამარცხეთ ვერაგი დაავადება, გვჯეროდა გავიმარჯვებდით. დიდი დანაკლისი ხარ  N2 ბაღისთვის, არ  დაგივიწყებთ,"-წერს გარდაცვლილი პედაგოგის თანამშრომელი. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu