TOPNEWS » მთავარი თემა » წყალტუბოს სოფელ გეგუთში განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
წყალტუბოს სოფელ გეგუთში განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული და დაგეგმილი საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტებს ეცნობა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად პასუხობს სკოლამდელი აღსაზრდელების განათლების, სოციალიზაციისა და უსაფრთხო გარემოში განვითარების მოთხოვნებს.





