წყალტუბოს ცენტრალურ პარკში სტარტი აიღო მსოფლიო ველომოყვარულთა საერთაშორისო ტურმა „GOLDEN FLEECE” - TRONHY GEORGIA”-მ. სიმბოლური ჯილდო „ოქროს საწმისი“ გამარჯვებულ ველოსიპედისტს წყალტუბო - ცაგერი - ამბროლაურის გავლის შემდეგ გადაეცემა.
„ოქროს საწმისის“ მოსაპოვებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 55 ველომოყვარული დისტანციის სწრაფად დაძლევაში შეეჯიბრება ერთმანეთს (ტურნირის მონაწილეებს შორის 5 ქალი ველომრბოლელია).
როგორც ტურნირის ორგანიზატორი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, საერთაშორისო სამოყვარულო ველოტურის GOLDEN FLEECE” (ოქროს საწმისის) იდეა სლოვაკელ ველომრბოლელს პიტერ დენისს ეკუთვნის.
„ ორივე ქვეყანას გვაქვს ჩვენი რაჭა, მეგობრობის ტრადიცია გრძელდება და ამიტომაც ფინიში რაჭაშია - ამბროლაურის რაიონში. დღეს ველომრბოლელებს მოუწევთ 110 კმ დისტანციის და 220 ვერტიკალურო მეტრის დაფარვა,“ - აღნიშნა ტურნირის ორგანიზატორმა.
ველოტურის მხარდამჭერია იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ენრიკო ვალვო, რომელმაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან გენადი ბალანჩივაძესთან ერთად წარმატებები უსურვა მოყვარულ სპორტსმენებს.