რეკლამა

რას აკეთებს ქუთაისის მერია შშმ პირთა გაძლიერებისთვის?

რას აკეთებს ქუთაისის მერია შშმ პირთა გაძლიერებისთვის?

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქმიანობას 2024 წლის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის მიხედვით ახორციელებს. დოკუმენტი გასულ წელს შემუშავდა და  მიზნად ისახავს შშმ პირთა საზოგადოებრივ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდას, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობასა და მისაწვდომობას, ასევე, მათი სოციალური ინკლუზიის გარანტიების გაძლიერებას.

"აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულება აქტიურად მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვადასხვა ინიციატივის განხორციელებას. მათ შორისაა ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური ტრანსპორტისა და რეკრეაციული სივრცეების უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების აქტიური ჩართულობა სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში. 

მნიშვნელოვანი სიახლეა  ქალაქის საკრებულოს სხდომების ჩატარება სურდო თარგმანის (ჟესტური ენის) თანხლებით.  ეს გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული. ჩატარდა პირველი სხდომა, სადაც სურდო თარგმანი გამოიყენეს,  რაც მომავალშიც გაგრძელდება და ქალაქის  საკანონმდებლო ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა საჭიროების მქონე მოქალაქისთვის,"-აცხადებენ მერიაში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები