TOPNEWS » მთავარი თემა » უკრაინაში დაღუპულ დემეტრე დარჩიას სამხედრო პატივით დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ დემეტრე დარჩიას სამხედრო პატივით დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ დემეტრე დარჩიას სამხედრო პატივით დაკრძალავენ


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მრჩეველთან, ვლადიმერ იმნაძესთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველის, დემეტრე დარჩიას ოჯახს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

დემეტრე დარჩია 22 წლის იყო და იგი ‘’ქართულ ლეგიონში’’ ირიცხებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი, 12 ივნისს, კიევში, ლეგიონის ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე დაიღუპა, სავარაუდოდ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერების დეტონაციის შედეგად.

დემეტრე დარჩიას 21 ივნისს, ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 

ინფორმაციისთვის, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში, რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე. ომის დაწყებიდან (2022 წლის თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 80-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა. რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს.ფრონტის ხაზი, დღეისთვის, 1000 კილომეტრზე მეტია.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu