TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსი გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსი გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსი გაიმართა

 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი, KIU-ს მათემატიკის კონკურსის - KIU π-DAY Math CONTEST 2025 ფინალი გაიმართა.

წლევანდელ კონკურსში მოსწავლეთა უპრეცედენტო რაოდენობა ჩაერთო:

I ტური - 400-მდე მოსწავლე
II ტური - 180 მოსწავლე
lll ტური - 56 მოსწავლე

კონკურსის პირველი და მეორე ტური „Learn with AI” პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა, რომელიც შეიქმნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საბაკალავრო პროგრამისთვის - „მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები“.

საკონკურსო ამოცანების ნაწილი შედგენილი იყო KIU-ს სტუდენტების და ხელოვნური ინტელექტის მიერ. ფინალური ტურის ამოცანები KIU-ს პროფესორებმა მოამზადეს.

ფინალური ტურის მონაწილე მოსწავლეებს და მათ მშობლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის სკოლის  ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ ბოჭორიშვილმა. მან დამსწრე საზოგადოებას KIU-ს ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა - „მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები“ წარუდგინა და ასევე, ფინალური ტურის წესები გააცნო.

ფინალში მიღებული შედეგების მიხედვით, რამდენიმე კვირაში გამოვლინდებიან კონკურსის გამარჯვებულები და I, II, III ხარისხის დიპლომების მფლობელები. გამარჯვებულებს  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, KIU-ში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, მნიშვნელოვან პრიზებს სთავაზობს:

სწავლის 100%-იანი დაფინანსება
საცხოვრებლის 50%-იანი დაფინანსება
KIU-ს სტიპენდია

შეჯიბრის დასრულების შემდეგ ფინალისტებსა და მათ მშობლებს, KIU-ს სტუდენტებმა საუნივერსიტეტო კომპლექსი, აკადემიური, საცხოვრებელი და სარეკრეაციო სივრცეები დაათვალიერებინეს.

KIU-ს მათემატიკის სკოლის ინიციატივითა და ორგანიზებით, KIU Pi-Day Math Contest  უკვე მეხუთე წელია ტარდება და მასში მონაწილეობენ IX-XII კლასების წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეები.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu