TOPNEWS » მთავარი თემა » ზესტაფონის სოფელ როდინაულში მოსწავლეები ახალ სკოლაში ისწავლიან
ზესტაფონის სოფელ როდინაულში მოსწავლეები ახალ სკოლაში ისწავლიან
ზესტაფონის სოფელ როდინაულში 120 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა.
სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი და მოსწავლეებს უზრუნველყოფს კომფორტული და სრულფასოვანი სასწავლო გარემოთი.
შენობაში განთავსებულია თანამედროვე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და სამეცნიერო ლაბორატორია.
პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია კვების სივრცის, ადმინისტრაციული და მუსიკის ოთახების, მრავალფუნქციური და სპორტული დარბაზების, სათამაშო მოედნისა და სკოლის ეზოს მოწყობა.
სკოლის მშენებლობის პროექტი საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა.





