TOPNEWS » მთავარი თემა » წყალტუბოში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება
წყალტუბოში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება
19 დეკემბერს, 18:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.
საახალწლო კონცერტს ანსამბლი „ნადური“ გახსნის.
წყალტუბოს სამუსიკო სკოლისა და ქალაქის N1 საჯარო სკოლის ბავშვთა გუნდის მონაწილოებით შესრულდება საშობაო სიმღერა. კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით გაგრძელდება.
ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება.





