ძლიერი ქარის გამო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მუხიანში, ზედა მესხეთში, გუმბრაში, ბანოჯაში, ოფურჩხეთის და რიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებს შუქი არ მიეწოდება.
"ამ დროისათვის გათიშულია 3500-მდე აბონენტი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სახურავები ქალაქ წყალტუბოში, თბილისის ქუჩა #1, დედაენის 5, ბესიკის 5, კოლხეთის 19, 9 აპრილის 1 შესახვევი ბინა #1, დაზიანებულია 3 ავტომობილი, ბარათაშვილის ქუჩაზე მოკლე ჩართვის გამო 37ა და 37ბ სახლებში დაიწვა საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ დროის მონაცემებით დაზიანებულია19-მდე კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი. დაზიანდა სოფელ ქვიტირის სკოლის კედელი, ბანოჯის სკოლაში ჩამოიშალა საბუხრეები და დაზიანდა სახურავი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წაიქცა ჯამში 45-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე. 2 ლოკაციაზე დაზიანდა გარე განათების ქსელი,"-აცხადებენ წყალტუბოს მერიაში.