TOPNEWS » მთავარი თემა » რიკოთზე დარჩენილი 4 კმ-იანი გზის მშენებლობა-მოდერნიზება დასრულების ეტაპზეა
რიკოთზე დარჩენილი 4 კმ-იანი გზის მშენებლობა-მოდერნიზება დასრულების ეტაპზეა
მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად რიკოთის მაგისტრალის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროგრესს ადგილზე გაეცნო.
ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს 5 ახალი ხიდის და 3 ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, 4 კმ-იანი გზის მშენებლობა-მოდერნიზება დასრულების ეტაპზეა, მიმდინარეობს ფერდის დამუშავების, სადრენაჟე არხების მოწყობის და საბოლოო მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
რიკოთის ახალი გზა 8 კმ-ით ამცირებს მანძილს და ანახევრებს გადაადგილების დროს.





