TOPNEWS » მთავარი თემა » თერჯოლაში სკოლების კეთილმოწყობაზე 400 000 ლარამდე დაიხარჯება

თერჯოლაში სკოლების კეთილმოწყობაზე 400 000 ლარამდე დაიხარჯება

თერჯოლაში სკოლების კეთილმოწყობაზე 400 000 ლარამდე დაიხარჯება

თერჯოლის მუნიციპალიტეტში  საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აღდგენა და განახლება მიმდინარეობს. სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა  თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან მანუჩარ რობაქიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. 

პროექტების მიზანია მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა. სამუშაოები მცირე მასშტაბის სკოლების სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სრულად ფინანსდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ.

სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში ხორციელდება შიდა სივრცის რეაბილიტაცია: განახლდება სკოლის შესასვლელი, გარემონტდება მესამე სართულის საკლასო ოთახები და დერეფანი, იცვლება ელექტროგაყვანილობის სისტემა.
სოფელ ჭოგნარის სკოლაში პირველად მონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა.

ამავე პროგრამის ფარგლებში, უკვე დასრულდა სოფელ ნაგარევის სკოლის სახურავის სრული რეაბილიტაციაც. 

საერთო ჯამში, სკოლების რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობაზე 400 000 ლარამდე დაიხარჯება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu