რეკლამა

სათაფლიის ნაწილი ვიზიტორებისთვის დროებით იკეტება

სათაფლიის ნაწილი ვიზიტორებისთვის დროებით იკეტება

სათაფლიის ნაწილი ვიზიტორებისთვის დროებით იკეტება. ინფორმაციას ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

"ძვირფასო ვიზიტორებო! გაცნობებთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სათაფლიას დინოზავრების ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობა დროებით ვიზიტორებისთვის იკეტება.

 სათაფლიაში მოგზაურობას შეძლებთ მღვიმეში, ეროვნული პარკის ბილიკებზე, დინოზავრების განახლებულ იურულ პარკში, შუშის პანორამულ გადასახედზე. იმოგზურეთ და შეიქმენით დაუვიწყარი მოგონებები.

სამუშაო დროები: ყოველდღე 10:00 – 18:00 სთ-მდე,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები