იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ ბაღდათის სოფელ ნერგეეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქე კლინიკაში მოინახულა. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მეწყერში 10 ადამიანი მოყვა, აღნიშნული მოქალაქე მეხანძრე-მაშველებმა მიწის მასიდან მალევე ამოიყვანეს. ამ ეტაპზე 8 ცხედარია ამოყვანილი, ხოლო 1 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
მეხანძრე-მაშველები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებას.