რეკლამა

ჭიათურა-პერევისა-სვერი-თვალუეთი-გეზრულის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ჭიათურა-პერევისა-სვერი-თვალუეთი-გეზრულის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები  მიმდინარეობს

 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭიათურა - პერევისა - სვერი - თვალუეთი - გეზრულის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები  აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

პროექტი მოიცავს 11 კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას, ასფალტის საფარის მოწყობას, საყრდენი კედლებისა და კივუეტების მშენებლობას, მიერთებებისა და ეზოში შესასველელების მოწყობას. 

სამშენებლო სამუშაოები ჭიათურა, საჩხერე, ხარაგაულის მაჟორიტარმა  დეპუტატმა  პაატა კვიჟინაძემ,  ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ დავით წერეთელმა  დაათვალიერეს.

ჭიათურა - პერევისა - სვერი - თვალუეთი - გეზრულის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 11 610 012 ლარი შეადგინა. სამუშაოების დასრულების ვადად 2025 წლის ნოემბერი განისაზღვრა.

  აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული ჭიათურა, საჩხერე, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები