"გამჭვირვალობის კანონის" მოწინააღმდეგეებმა მორიგი აქცია გამართეს ქუთაისის მერიასთან, სადაც ლექსები წაიკითხეს, ხოლო მოწვეულმა ლექტორმა ადგილობრივ საჯარო მოხელეებს ლექცია წაუკითხა.
აქციის მონაწილეებმა საპროტესტო ტალღის მთავარ მიზნად საჯარო მოხელეებისთვის დისკომფორტის შექმნა დაასახელეს. ასევე, ამბობენ, რომ ისინი სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აცხადებენ. ასევე, გეგმავენ, რომ კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას სადაო კანონპროექტი გააცნონ.