რეკლამა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Pegasus Airlines-ი დეკემბრის ბოლოდან, კვირაში 3 სიხშირით, სტამბოლის მიმართულებით იფრენს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  Pegasus Airlines-ი დეკემბრის ბოლოდან, კვირაში 3 სიხშირით, სტამბოლის მიმართულებით იფრენს

22 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი დაიწყებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.

„ერთობლივი ძალისხმევით კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დავასრულეთ. შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია  Pegasus Airlines-ი დეკემბრის ბოლოდან, კვირაში 3 სიხშირით, სტამბოლის მიმართულებით იფრენს. საბოლოო გადაწყვეტილება ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა სტამბოლში, საავიაციო ფორუმ Routes World-ის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. სტამბოლი არის ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მზგავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვართ, ძალიან წარმატებული იქნება და იმერეთის რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს,-” განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-იბაზარზე 1990 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვის ფრენებს 50 ქვეყნის 130 მიმართულებით ახორციელებს. Pegasus წარმატებით ფრენებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან წლებია ასრულებს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები