წყალტუბოში საახალწლო დღეები იწყება!
ქალაქის შემოსასვლელში, რუსთაველის ქუჩაზე უკვე იგრძნობა სადღესასწაულო განწყობა, მთავარი საახალწლო ღონისძიებისთვის სამზადისი დასასრულს უახლოვდება, დღის განმავლობაში აქ მოსულ წყალტუბოელებს, მწვანე ქალაქის სტუმრებსა და პატარებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ელოდებათ.
საახალწლო ღონისძიებები 14:00 საათიდან დაიწყება, მოეწყობა საშობაო ბაზრობა და ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
სადღესასწაულო განწყობას შექმნის ულამაზესი საახალწლო ინსტალაციები, საბავშვო სივრცეები და ანიმატორები.
ტრადიციულად პატარებს დაასაჩუქრებს თოვლის ბაბუა.
მოეწყობა საკარნავალო მსვლელობა და გასართობი წარმოდგენები.
საღამოს ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, გალა კონცერტი გაიმართება. მაყურებლის წინაშე წარდგება ანსამბლი “ალილო“, ჯგუფი „გუფი ლენდი“და მასტერი.
საზეიმო ვითარებაში აინთება წყალტუბოს ნაძვის ხე, წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდება.