რეკლამა

"ნაგავსაყრელის გადატანა წლებია იწელება; არაერთხელ დაიწყო სამუშაოები და გამოცხადდა ტენდერები, თუმცა ნაგავსაყრელი ისევ იმავე ტერიტორიაზე რჩება"

"ნაგავსაყრელის გადატანა წლებია იწელება; არაერთხელ დაიწყო სამუშაოები და გამოცხადდა ტენდერები, თუმცა ნაგავსაყრელი ისევ იმავე ტერიტორიაზე რჩება"

ქუთაისის საკრებულოს წევრმა ელეონორა არჩაიამ ქუთაისი-გეგუთის მაგისტრალზე მდებარე ნაგავსაყრელი დაათვალიერა და  ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. 

,,ბოლო დღეებში ჩატარებული საპროტესტო აქციების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რამხელა პრობლემას წარმოდგენს ღია ნაგავსაყრელი ქალაქის მჭიდროდ დასახლებული უბნისათვის. ადგილობრივი მოსახლეობა წლებია, უშედეგეოდ ითხოვს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას. მიმდებარე ტერიტორია გაჟღენთილია მძიმე ტოქსიკური სუნით, რომელიც გაუსაძლის ხდის ადგილობრივ მაცხოვრებელთა მდგომარეობას; საცხოვრებელი სახლების ფანჯრების გაღებაც კი შეუძლებელია. 

ამასთან, მოსახლეობა ითხოვს, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოეწყოს ბიოთერმული ორმო ნარჩენებისთვის, რომელიც ოდნავ მაინც გააუმჯობესებს არსებულ ეკოლოგიურ გარემოს. 

საქართველოს ევროკავშირის წევრობისაკენ მიმავალ გზაზე აქვს ვალდებულება, ნარჩენების გადამუშავება ევროპულ სტანდარტებზე გადაიყვანოს. 

ნაგავსაყრელის გადატანა წლებია იწელება; არაერთხელ დაიწყო სამუშაოები და გამოცხადდა ტენდერები, თუმცა ნაგავსაყრელი ისევ იმავე ტერიტორიაზე რჩება. 

პრობლემის სირთულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, გარემოს დაცვის სამინისტრომ ქალაქის ხელისუფლებასთან ერთად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა სასწრაფოდ გამოიყოს ალტერნატიული ტერიტორია და დაიწყოს ნაგავსაყრელის დახურვის პროცესი,"-ამბობს არჩაია. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები