TOPNEWS » მთავარი თემა » ხონში გლოვაა-მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა

ხონში გლოვაა-მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა

ხონში გლოვაა-მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა

ხონის მუნიციპალიტეტის მერის, ლადო ჯურხაძის გადაწყვეტილებით, ხონში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც 3 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა, მაისის თვეში დაგეგმილი “ხონელობა-გიორგობისა” და “ბოლო ზარის” აღნიშვნასთან დაკავშირებული ყველა მუნიციპალური ღონისძიება გაუქმდა.

“ქრისტე აღდგა! მშვიდობას, ჯანმრთელობასა და ოჯახების კეთილდღეობას გისურვებთ! ძალიან მძიმე დღეები გვიდგას ხონელებს და მიჭირს მისალოცი სიტყვების თქმა...დიდი ტკივილი მოგვაყენა სამი ახალგაზრდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ.

ჩემო თანაქალაქელებო! რთულია ამ დღეების გავლა და ტკივილის დათმენა. არ ვიცი როგორ უნდა ვანუგეშოთ მათი მშობლები, მაგრამ ეს განსაცდელი ჩვენი ასატანია, ეს გზა ერთმანეთის გვერდით დგომით უნდა გავიაროთ ისე, როგორც ამ გამორჩეულ, ღირსეულ ახალგაზრდებს შეეფერებათ.

გლოვობს მთელი ხონი და შესაბამისად უახლოეს დღეებში დაგეგმილი ღონისძიებები, საზეიმო "ბოლო ზარი" მე-12 კლასელებისთვის და “გიორგობა-ხონელობის” დღესასწაული გაუქმებულია,”-ამბობს ხონის მერი ლადო ჯურხაძე.

ცნობისთვის, ხონი-მარტვილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი მდინარეში გადავარდა. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu