რეკლამა

"სოფელ ნაბოსლევში, 80-იანი წლების შემდეგ, მთავარ პრობლემას მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენდა"

"სოფელ ნაბოსლევში, 80-იანი წლების შემდეგ, მთავარ პრობლემას მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენდა"

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბოსლევში 6 კილომეტრიანი წყლის მაგისტრალი მოეწყო. 

"აღნიშნულ სოფელში 80-იანი წლების შემდეგ, მთავარ პრობლემას მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ამჟამად უკვე დასრულდა სამუშაოები, რომელთა ღირებულებამ 400 000 ლარამდე შეადგინა. რთული რელიეფისა  და ტექნიკურად სპეციფიური სამუშაოების შესრულებით, საბოლოდ წყლის პრობლემა გადაჭრილია. 

წყალმომარაგების სისტემით, რომელიც 2 სათავე ნაგებობიდან იკვებება, 100-მდე  ოჯახი ისარგებლებს და მოსახლეობას მიმდინარე პერიოდიდან 24 საათიანი წყალი მიეწოდება,"-აცხადებენ ტყიბულის მერიაში. 

წყლის სისტემის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდის დაფინანსებით  განხორციელდა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები