ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალურმა სერვისებმა" ქალაქის ცენტრალური და მეორეხარისხოვანი ქუჩების მორწყვის სამუშაოები დაიწყო.
როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი მჟავანაძე ამბობს, ამინდის შესაბამისად, ქუჩები ინტენსიურად
ირწყვება.
"ქალაქის მასშტაბით ასევე მიმდინარეობს კონკრეტული დასახლებული თუ დაუსახლებელი ტერიტორიების შეწამლვის სამუშაოები, რათა მაღალი ტემპერატურის პირობებში თავიდან ავიცილოთ ქვეწარმავლების გავრცელების ფაქტები. ჩვენი სამსახურის თითოეული თანამშრომელი მაქსიმალურად იხარჯება იმისთვის, რომ ქალაქი იყოს სუფთა და მოწესრიგებული,"-ამბობს გიორგი მჟავანაძე.