რეკლამა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა

ქუთაისში, ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია მოადგილესთან, თემურ ნადირაძესთან ერთად შეხვდა. 

 ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა კლდიაშვილის N59-ში მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლს. დაზარალებულ ოჯახს სახარჯი მასალა გადაეცემა, რომლის საშუალებითაც გადახურვის აღდგენას მოახდენს.

 წვიმის შედეგად დაზარალდა ნიკეას ქუჩის N19/90-ში მდებარე ოჯახი, რის შედეგადაც მოხდა ჭერის ჩამოშლა. დაზარალებულ ოჯახს გადაუდებელი რეაგირების პროგრამის ფარგლებში, მატერიალური დახმარება გაეწევა.

 რაც შეეხება აბაშიძის N10 ბინას, სადაც სტიქიის შედეგად პარაპეტის ჩამოშლა მოხდა, ადგილზე სამუშაოები ხვალ დაიწყება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები