TOPNEWS » მთავარი თემა » იმერეთის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორია - რიონის აღკვეთილი შეიქმნება

იმერეთის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორია - რიონის აღკვეთილი შეიქმნება

იმერეთის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორია - რიონის აღკვეთილი შეიქმნება

იმერეთის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორია - რიონის აღკვეთილი შეიქმნება.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ახალი დაცული ტერიტორია - რიონის აღკვეთილი შეიქმნება და მისი ფართობი 554 ჰექტარით განისაზღვრება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ახალი აღკვეთილის შექმნის მიზანი უნიკალური ბუნებრივი გარემოს, ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნებაა. აღკვეთილის ტერიტორია მოიცავს მდინარე რიონის იმ მონაკვეთს, სადაც ხდება ზუთხისებრთა ქვირითობა; შესაბამისად, რიონის აღკვეთილის შექმნა კიდევ უფრო გაზრდის ზუთხისებრთა პოპულაციის დაცვის და აღდგენის შესაძლებლობას.

 აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ბუნებრივი გარემოს ეფექტიან დაცვას, ხოლო, მეორე მხრივ, კვლევითი და ტრადიციული საქმიანობების რეგულირებულ და უსაფრთხოდ განხორციელებას.

 კანონის ძალაში შესვლა 2027 წლისთვის იგეგმება. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu