TOPNEWS » საზოგადოება » როგორ ზრუნავენ ქუთაისში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებაზე?

როგორ ზრუნავენ ქუთაისში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებაზე?

როგორ ზრუნავენ ქუთაისში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებაზე?

DMO იმერეთის მიერ ორგანიზებული საკონდიტრო მასტერკლასების სერია დასრულდა. ორი კვირის განმავლობაში მონაწილეებმა ინტენსიური პროგრამა გაიარეს, რომელიც მოიცავდა კლასიკური ფრანგული ტკბილეულის ტექნიკებსა და ანტრემეს თანამედროვე მიდგომებს.

კურსს ცნობილი კონდიტერი ხათო ბაკურაძე უძღვებოდა, რომელმაც საკუთარი  მრავალწლიანი საერთაშორისო პროფესიული გამოცდილება მსმენელებს გაუზიარა.

“მსგავსი პროექტები ხელს უწყობს გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური მიმართულებაა ტურიზმის სფეროში. მაღალი ხარისხის პროდუქციისა და სერვისის შეთავაზება პირდაპირ უკავშირდება ტურისტის მოზიდვასა და მისთვის ძლიერი შთაბეჭდილების შექმნას.

საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივაცია სწორედ გასტრონომიული გამოცდილებაა, რაც რეგიონს აძლევს შესაძლებლობას, ჩამოაყალიბოს უნიკალური და კონკურენტუნარიანი შეთავაზება,”-აცხადებენ DMO იმერეთ-ში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu