TOPNEWS » მთავარი თემა » ვინ არიან და რა გამოცდილება აქვთ ზესტაფონის მერის ახალ მოადგილეებს?
ვინ არიან და რა გამოცდილება აქვთ ზესტაფონის მერის ახალ მოადგილეებს?
ზესტაფონის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ ახალი მოადგილეები წარადგინა.
მერის პირველი მოადგილის პოზიციას ზაზა ხვედელიძე, ხოლო მოადგილის ადგილს ნინო ჭაბუკიანი დაიკავებს.
ზაზა ხვედელიძეს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, იუსტიციის სამინისტროსა და სამოქალაქო აქტების და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურში.
ნინო ჭაბუკიანს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. გასული წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში.

















