რაჭაში რთველი დაიწყო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადამუშავებულია 140 ტონა ყურძენი. მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალი 2000 ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავების პროცესში 50-ზე მეტი ღვინის კერძო კომპანია იქნება ჩართული.
"კლიმატური პირობებიდან გამომდინარე წელს რაჭაში რთველი გასულ წლებთან შედარებით ადრე დაიწყო.
რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების, მოსავლის სრულად, დროულად დაბინავებისა და ყურძნის ხარისხის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება.
სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა,"-აცხადებენ სააგენტოში.