იყო თუ არა ხელის თხოვნა სცენაზე არასრულწლოვნებს შორის ქუთაისში?
იყო თუ არა ხელის თხოვნა სცენაზე არასრულწლოვნებს შორის? ქუთაისში, “ქართული ოცნების” მხარდამჭერ კონცერტზე მომხდარი ხელის თხოვნის ფაქტის გამო, მმართველ გუნდს აკრიტიკებენ.
"ქართული ოცნების" კონცერტზე ქუთაისში სცენაზე აიყვანეს არასრულწლოვანი, რომელმაც ხელი სთხოვა დასაქორწინებლად, წამყვანები კი ამხნევებდნენ,"-წერს სამოქალაქო აქტივისტი
აკაკი საღინაძე.
“ქართული ოცნების” ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბიქტორ გვეტაძე განმარტავს, რომ გოგონაც და ვაჟიც ორივე არასრულწლოვნები არიან.
“სცენაზე, ნერვიულობის შედეგად, ბიჭმა არასწორად თქვა ასაკი, 17 წელი. ორივე არის სრულწლოვანი, არიან ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და მათი სრულწლოვანობის ფაქტი შესაბამისი დოკუმენტებით დასტურდება,”-ამბობს ბიქტორ გვეტაძე.
“ქართული ოცნების” მხარდამჭერ კონცერტზე ქუთაისში “ღამის შოუს ბენდმა”, გია ნიკოლაძემ, სალომე ბაკურაძემ და “თეატრალურის კვარტეტმა” იმღერეს.





