დრიფტერების შერკინება ქუთაისში-ვინ მოიპოვა გამარჯვება?

დრიფტერების შერკინება ქუთაისში-ვინ მოიპოვა გამარჯვება?

ქუთაისში დრიფტში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი ჩატარდა, სადაც 30-მდე პროფესიონალმა დრიფტერმა მიიღო მონაწილეობა.  

დრიფტერებმა საზოგადოებას სანახაობრივი რბოლა და მანევრები შესთავაზეს.

ჩემპიონატის გამარჯვებული მევლუდ მელაძე გახდა, მეორე ადგილი დაიკავა ირაკლი შალიკაშვილმა, ხოლო მესამე ვახო ხურციძემ.  

ჩემპიონატი 15-16 ივლისს BMW Club Georgia-ს ორგანიზებით და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ასევე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანადგომით და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მიერ ჩატარდა. 

ღონისძიების მიზანია აღკვეთოს ქუჩის სახიფათო რბოლები და ახალგაზრდები მოიზიდოს უსაფრთხო შეჯიბრებზე საასპარეზოდ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები