"სპორტული ოლიმპიადა 2024“ -ის რეგიონალურ ტურში გადასული ვანის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის ვანის მუნიციპალიტეტის მერიამ ბრენდირებული სასკოლო სპორტული ფორმები შეიძინა.
სპორტული ფორმები მოსწავლეებს ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვლადიმერ ხელაძემ და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებმა გადასცეს.
"წარმატებებს და გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს საამაყო მოსწავლეებს შემდგომ ასპარეზობებში,"-აცხადებენ ვანის მერიაში.