ლენტეხის მუნიციპალიტეტი პირველად, ზამთრის სპორტის სახეობა-"ბიატლონში ”გამართულ შეჯიბრს უმასპინძლებს.
25 თებერვალს, 11 საათზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის კურორტ "მუაშში”, "ბიატლონში” (ორი სპორტის ნაზავი, იგი შედგება თხილამურების რბოლისა და შაშხანის სროლისგან) რეგიონალური ტურნირი ჩატარდება. შეჯიბრში მონაწილეობას ადგილობრივი და სახვადასხვა რეგიონიდან მოწვეული სპორტსმენები მიიღებენ.
ტურნირის მხარდამჭერია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია, "ბიატლონის” ეროვნული ფედერაცია, ს.ს.ი.პ "კურორტების განვითარების სააგენტო”, "გალფი”, "Georgian Sports Medicine Association”, "მაგელანი”, "XTREME”, "MPLUS”, "დეილი ქონვინიენს სთორ" .
ტურნირში გამარჯვებულები და პრიზიორები სხვადასხვა სახის ფულადი საჩუქრით დაჯილდოვდებიან, ხოლო გამარჯვებულს 1000 ლარი გადაეცემა.
დასწრება თავისუფალია!