ვანდალიზმი ამბროლაურში. ქალაქის მერიის ინფორმაციით, ამბროლაურში ახლადრეაბილიტირებულ სკვერებსა და ცენტრალურ ქუჩებზე ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტები ფიქსირდება. მათი თქმით, დამტვრეულია სკამები, დაზიანებულია გარე განათება და მოგლეჯილია მცენარეები.
"სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. უამრავი თხოვნისა და გაფრთხილების მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილი კვლავ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით გამოირჩევა საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მიმართ.
კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინეთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ნუ დააზიანებთ გარემოს და გაუფრთხილდით სივრცეს, რომელიც ქალაქის და მუნიციპალიტეტის თითოული მაცხოვრებლისათვის იქმნება,"-აცხადებენ ამბროლაურის მერიაში.