TOPNEWS » მთავარი თემა » მატარებელი, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა, ბავშვს დაეჯახა
მატარებელი, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა, ბავშვს დაეჯახა

მატარებელი, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა, ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
“უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
“საქართველოს რკინიგზა” მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს,”-აცხადებენ “საქართველოს რკინიგზა”-ში.