რეკლამა

ქუთაისი საჯარო ხელოვნების ფესტივალს მასპინძლობს

ქუთაისი საჯარო ხელოვნების ფესტივალს მასპინძლობს

24 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით ქუთაისი უმასპინძლებს საჯარო ხელოვნების ფესტივალს. ფესტივალის შექმნის იდეა, ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას უკავშირდება, რომელიც 2022 – 2023 წლებში მომზადდა ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture პროექტის ფარგლებში.

ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქში საზოგადოებრივი ხელოვნებისა და ღია შემოქმედებითი პროცესების განვითარებას, რომელიც ფუნდამენტს შექმნის სამომავლოდ რეგიონში შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიის განვითარების მხრივ. ფესტივალის ზოგადი ხედვა დინამიკური კულტურული ეკოსისტემის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, რომლიც გაზრდის თანამედროვე კულტურულ პროცესებზე ფართო საზოგადოების ხელმისაწვდომობას და დადებით გავლენას იქონიებს ქალაქის მდგრად ურბანულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე.

ფესტივალის პირველი ეტაპი სხვადასხვა შემოქმედებით დარგებს მოიცავს, მათ შორისაა თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება, აუდიო-ვიზუალური და თანამედროვე ქორეოგრაფიის წარმოდგენები და ლიტერატურული ღონისძიებები ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამასათან ერთად, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბაით სხვადასხვა საჯარო სივრცეში იქნება წამოდგენილი 11 დღის განმავლობაში. ლიტერატურა, ტექსტი და ზოგადად ამბის თხრობა წლევანდელი ფესტივალის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენას, რადგან 2023 წელს ქუთაისი UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს სწორედ ლიტერატურის მიმართულებით შეუერთდა.

საჯარო ხელოვნების ფესტივალს ქუთაისის მერიასთან ერთად ახორციელებენ ორგანიზაციები „პლატფორმა ცვლილებებისათვის“ და „კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Culture ფარგლებში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები