TOPNEWS » მთავარი თემა » ფრანგული კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს უახლეს ავტომობილებს შესთავაზებს

ფრანგული კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს უახლეს ავტომობილებს შესთავაზებს

ფრანგული კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს უახლეს ავტომობილებს შესთავაზებს

ივნისიდან,  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი - Europcar-ი დაიწყებს. 

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ფრანგული კომპანია უახლესი, პრემიუმ კლასის ავტომობილებით იქნება წარმოდგენილი. სერვისით სარგებლობა მგზავრებს ჩამოფრენის დარბაზში შეეძლებათ, სადაც Europcar-ი ოფისი იქნება განთავსებული. 

"ავტოპარკი დაკომპლექტებულია როგორც სედანის ტიპის, ისე მაღალი გამავლობის სხვადასხვა ბრენდისა და მოდელის უახლესი ავტომობილით. 

Europcar Georgia მომხმარებელს 3 ტიპის სერვისს სთავაზობს: დღიური გაქირავება, საოპერაციო ლიზინგი და სატრანსპორტო მომსახურება.

ავტომობილების დაჯავშნა აეროპორტის მგზავრებს როგორც ადგილზე, ისე კომპანიის ვებგვერდზეც შეეძლებათ:  https://bit.ly/4auhko3,"-აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu