TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში ტირის სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ქუთაისში ტირის სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ქუთაისში ტირის სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე  მე - 12 კომპლექსურ სპორტულ სკოლაში იმყოფებოდნენ, სადაც სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ და საჭირო ინვენტარი გადასცეს. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისელი  მსროლელები მალე იასპარეზებენ საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც  3 აპრილიდან 9 აპრილის ჩათვლით,  პნევმატური იარაღით სროლაში გაიმართება.  ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრები, რომელიც საქართველოს სახელით მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთვება.

როგორც დავითმა ერემეიშვილმა აღნიშნა, ტირის სკოლის რეაბილიტაცია წელს  დაიწყება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu