რეკლამა

"ქუთაისი პენსიონრებისა და ბავშვების ქალაქად იქცა"

"ქუთაისი პენსიონრებისა და ბავშვების ქალაქად იქცა"

"გახარია-საქართველოთვის" გუნდის წევრი, ექიმი კახა ნურალიძე იმ
პრობლემებზე საუბრობს, რომელიც მისი აზრით, ქუთაისს აქვს. 

"რას აკეთებს ხელისუფლება ქუთაისში?  სამარცხვინოა, რომ ქალაქში  ელემენტარული პრობლემებიც კი არ არის მოგვარებული. ქუთაისი პენსიონრებისა და ბავშვების ქალაქად იქცა. შეუქცევადია  ახალგაზრდების გადინების პროცესი. არანაირი განვითარების პერსპექტივა აქ არ არის. რეალურად, ქალაქი მომავალს კარგავს. არ არის სამუშაო ადგილები, გამოუყენებელია ტურისტული პოტენციალი, განსაკუთრებით, სამედიცინო ტურიზმის კუთხით. არ არსებობს გეგმა და არანაირი მიზნობრივი ნაბიჯები არ იდგმება.

ქალაქში მრავლადაა სიცოცხლისთვის საშიში შენობები, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას და ყურადღებას საჭიროებს. რამდენიმე ავარიული  ნაგებობის გარდა, საფრთხის შემცველია კორპუსების  ამოუტუმბავი სარდაფები. ქალაქში ასევე მრავლადაა ყოფითი პრობლემები. მოსახლეობისთვის დამატებითი  დისკომფორტია  გაუმართავი სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელი,ამორტიზებულია გზები.

ჯერ კიდევ ვერ მოწესრიგდა შიდა საქალაქო ტრანსპორტი, რამდენიმე უბანში მაცხოვრებლებს საკმაოდ დიდ მანძილზე ფეხით გადაადგილება უწევთ. მოუგვარებელია ქალაქის დასუფთავების საკითხიც,"-ამბობს ნურალიძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები