ხონის ბაღებში 550 ბავშვი სწავლობს
ხონის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო წელი დაიწყო. პატარებს სწავლის დაწყება მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ, კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის უფროსმა მარიკა რუხაძემ და ხონის გაერთიანებული ბაგა-ბაღების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
ხონში 20 სკოლამდელი დაწესებულება ფუნქციონირებს. ხონის მე-3 და სოფელ მათხოჯის საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება რეაბილიტირებულ და ახლად აშენებულ შენობებში დაიწყეს.
“ვცდილობთ პატარებისთვის შევქმნათ სწავლისა და განვითარების თანაბარი პირობები. ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ქალაქის ყველა საბავშვო ბაღში საუკეთესო პირობები გვაქვს. წელს აშენდა და უკვე ფუნქციონირება დაიწყო სოფელ მათხოჯის საბავშვო ბაღმა. ეტაპობრივად, ყველა საბავშვო ბაღში შევქმნით სათანადო პირობებს,”-განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ.
ამ დროისთვის ხონის მუნიციპლიტეტის ბაგა-ბაღებში 550 ბავშვი ირიცხება.





