TOPNEWS » მთავარი თემა » სოფელ გამოჩინებულში მცხოვრები ლიზა ჩაჩუა 101 წლის გახდა
სოფელ გამოჩინებულში მცხოვრები ლიზა ჩაჩუა 101 წლის გახდა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გამოჩინებულში მცხოვრებ ლიდა ჩაჩუას 101-ე დაბადების დღე მიულოცა.
მერმა იუბილარს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა. დავით ბახტაძის განცხადებით, ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა და მათი დაფასება მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
101 წლის შესრულებასთან დაკავშირებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისგან ლიდა ჩაჩუას ფულადი დახმარების სახით 2000 ლარი გადაეცემა.





