TOPNEWS » მთავარი თემა » ბაღდათის სოფელში ორი ადამიანი ქვევრში გაიგუდა

ბაღდათის სოფელში ორი ადამიანი ქვევრში გაიგუდა

ბაღდათის სოფელში ორი ადამიანი ქვევრში გაიგუდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ სოფელ დიმში მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ადგილობრივს ქვევრში "ჭაჭა" ჰქონდა, რომლის გამოსახდელად მეზობლები ეხმარებოდნენ.   

ქვევრში ჩასული 40 წლამდე მამაკაცი შეუძლოდ გახდა, უგონო მდგომარეობაში იყო, მის დასახმარებლად ქვევრში მეორე მეზობელი ჩავიდა და ორივე გარდაიცვალა.   სავარაუდოდ, გარდაცვალება ჭაჭისგან დაგროვებულმა აირმა გამოიწვია. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu