რეგიონული განვითარების ფონდიდან ხონის მუნიციპალიტტს დამატებით 1 მილიონზე მეტი ლარი გამოეყო. თანხა სოფლად საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას მოხმარდება.
"სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება საწულუკიძეოს ( შათირიშვილებისა და დარსაველიძეების უბანი), მათხოჯის ( მე-10,მე-17, მე-18 ქუჩები), კუხის (მე-4 ქუჩა) საუბნო გზებსა და ქალაქ ხონის პოლიკარპე კაკაბაძისა და ჭანტურიას ქუჩების საავტომობილო გზის მონაკვეთს.
სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი https://bitly.ws/TnJ4
სატენდერო ღონისძიებების დასულების შემდეგ გამოვლენილმა გამარჯვებულმა კომპანიამ გზების რეაბილიტაცია წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს,"-აცხადებენ ხონის მერიაში.