საპროტესტო აქცია გაიმართა წყალტუბოს სოფელ გეგუთში. მოსახლეობა მათ სოფელში რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს.
მათი თქმით, ტერიტორიას საძოვრებად იყენებენ და ნაგავსაყრელის მოწყობის შემთხვევაში, პირუტყვი საძოვრის გარეშე დარჩება.
"თავს შევაკლავთ და მაინც არ ავაშენებინებთ, ათასობით ადამიანი პროტესტის უკიდურესს ზომას მივმართავთ. გარდა იმისა, რომ პირუტყვი საძოვრების გარეშე რჩება, ასევე მოიწამლება სასმელი წყალი, ჰაერი და ისტორიულ თამარის ციხესთან, სადაც ყოველდღიურად ტურისტები ჩამოდიან, მათ უკვე ნაგავსაყრელი დახვდებათ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.