რეკლამა

ანსამბლი “საგალობელი” ლევილის ქართულ ფესტივალზე მაყურებლის წინაშე წარსდგა

ანსამბლი “საგალობელი” ლევილის ქართულ ფესტივალზე მაყურებლის წინაშე წარსდგა


ამბროლაურის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი “საგალობელი” კულტურის სამინისტროს ეგიდით საგასტროლოდ საფრანგეთში- ლევილის მამულში იმყოფებოდა, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული მრავალხმიანი სიმღერით მონაწილეობა მიეღოთ ფესტივალზე.

საფრანგეთში, ლევილის მამულში გამართულ ფესტივალს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე- ქრისტინა კობახიძე ესწრებოდა.

"მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ქალბატონ- თეა წულუკიანს ამ უდიდესი შესაძლებლობისთვის. ასევე, ჩვენი კუთხის საამაყო ანსამბლ “საგალობლის” თითოეულ წევრს ფესტივალზე ღირსეული მონაწილეობისთვის. მართლაც განსაკუთრებული სიამაყით მინდა ავღნიშნო მათი პროფესიონალიზმი, შემართება და მუხტი, რომელიც თითოეულ იქ დამსწრე მაყურებლამდე აღწევდა, კიდევ ბევრ წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებ მათ სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში,"-აღნიშნა ქრისტინა კობახიძემ. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები